|
სიახლე! შ.პ.ს.“სერვისი“ თავის ერთგულ აბონენტებს სერვისის გაუმჯობესების და ხარისხიანი მომსახურების მიზნით სთავაზობს ექსკლუზიურ წინადადებას,რაც გულისხმობს აბონენტებისთვის არსებული პრობლემის მოგვარებას ადგილზე მისვლით და შემდეგ სერვისს:
1. კომპიუტერის არსებული ვირუსებისგან გაწმენდა.
2.windows-ის სტანდარტული პაკეტის დაყენება:
1) windows XP ან windows 7 ინსტალაცია.
2) დრაივერების ინსტალაცია.
3)საჭირო პროგრამების: Windovs Media Player, Gom Player , KM Player, Xp codeck pack, nero 7, AdobeReader, Daemon Tools,Winrar, Java runtime, Microsoft Net– ინსტალაცია
4)საოფისე პროგრამების და ფონტების: Microsoft Office, Geofonts- ინსტალაცია
5) ინტერნეტში სამუშაო პროგრამების: Opera, Firefox, Skype, FlashPlayers– ინსტალაცია
ტექნოლოგია ADSL2+, რომლითაც მონაცემთა გადაცემის ლოკალურმა სიჩქარემ შესაძლებელია მიაღწიოს 24 მბ/წმ-ში. ახალი ტექნოლოგია ADSL2+ არის 2-ჯერ სწრაფი და გააჩნია სხვა დამატებითი უპირატესობებიც: მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ადაპტაცია - ADSL2+ საშუალებას იძლევა ავტომატურად, ოპერატორის ჩაურევლად დაწესდეს ხაზის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი; არხის მდგომარეობის დიაგნოსტიკა არა მარტო ოპერატორის, არამედ აბონენტის მხრიდანაც. ამასთან, ხაზის პარამეტრების გაგება შესაძლებელია მაშინაც, როდესაც არ არის DSL კავშირი; მცირდება პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა მწარმოებლის აპარატურის შეუთავსებლობის გამო; მცირდება ელექტროენერგიის ხარჯი.
ADSL2+-ის საშუალებით შესაძლებელი ხდება, არა მარტო უფრო სწრაფად გადმოქაჩოთ პროგრამები, ფილმები და მუსიკა, არამედ სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფისას, უყუროთ მაღალი სიმკვეთრის ტელევიზიას ანუ HDTV-ს. მათ ვისაც მანძილის გამო ჰქონდა დაბალი ხარისხის DSL კავშირი, საშუალება აქვს გაიუმჯობესოს იგი.
ADSL2+ სტანდარტით გათვალისწინებული მაღალი სიჩქარის მიღწევა შესაძლებელი გახდა მოდულაციის სქემის გაუმჯობესებისა და სიგნალის დამუშავების შედეგად. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) სტანდარტი მიიღო 2003 წელს.
DSL-ში ვრთავთ შემდეგი სატელეფონო სადგურების აბონენტებს: 22, 23, 25, 27, 29, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 74, 77, 91, 92, 93, 94, 95, 96, 98, 99.
|